საზოგადოება
16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის