პოლიტიკა

"ევროპელებმა" ტრიბუნიდან ტრანსფარანტი გადმოფინეს წარწერით "ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია"

ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ტრანსფარანტი გამოფინეს, წარწერით "ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია".

რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დოკუმენტი ერთპიროვნულად მიიღო და ის ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა.

სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რიგგარეშე სხდომა დატოვა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის