სპორტი
აგუერომ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო

აგუერომ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ სექტემბრის თვის დასაწყისში ავტოავარიაში მოყოლის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა, იუწყება Reuters. მოგეხსენებათ, არგენტინელს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა. სერხიო ამსტერდამში გამართული კონცერტის შემდეგ ტაქსით აეროპორტისკენ მიემართებოდა, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ვარაუდობდნენ, რომ "ქალაქელთა" შემტევის აღდგენითი პროცესები 6-8 კვირას გასტანდა. აქამდე არსებული ინფორმაციით, აგუერომ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "სტოკ სიტისთან" გასამართ ხვალიდელ მატჩში ითამაშებს. ამ სეზონში ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის