სპორტი
ლალანა:

ლალანა: "რეაბილიტაციის დროს ჩემს ერთ-ერთ კუმირს, ხავის ვესაუბრე"

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ადამ ლალანა აღდგენითი პროცესების მიმდინარეობისას "ბარსელონას" ყოფილ ჰავბეკ ხავი ერნანდესს შეხვდა. ამის შესახებ ინგლისელმა გულშემატკივრებს ქსელის საშუალებით აცნობა. "რეაბილიტაციის კიდევ ერთი კვირა გავიდა, ყოველ დღე უკეთესად ვხდები", - წერს ლალანა. "ერთ-ერთ ჩემს კუმირს, ხავის ვესაუბრე, რითაც კიდევ ერთი ბონუსი მივიღე. იგი თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია", - დასძინა მერსისაიდელთა ფეხბურთელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის