სპორტი
ნიუკასლმა დორტმუნდის ნახევარმცველი შეისყიდა

ნიუკასლმა დორტმუნდის ნახევარმცველი შეისყიდა

დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, მიკელ მერინო "ნიუკასლში" რჩება, რომელმაც იგი გასულ ზაფხულს ინათხოვრა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, "კაჭკაჭებმა" ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების პუნქტით ისარგებლეს. 21 წლის ესპანელმა "ნიუკასლთან" ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "ბორუსიაში" მერინო 2016 წელს, "ოსასუნადან" გადავიდა, მაგრამ გერმანიაში ადგილის დამკვიდრება მოახერხა - ბუნდესლიგაში ახალგაზრდა შუახაზელმა მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის