სპორტი
სამპაოლიმ არტურო ვიდალზე სკანდალური განცხადება გააკეთა

სამპაოლიმ არტურო ვიდალზე სკანდალური განცხადება გააკეთა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ექიმებს უნდა მიმართოს. სპეციალისტის თქმით, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელს ალკოჰოლისადმი ძლიერი მიდრეკილება აქვს. "ვიდალს სამედიცინო სპეციალისტი სჭირდება", - ციტირებს AS სამპაოლის სიტყვებს, რომელიც წლების მანძილზე ჩილელებს წვრთნიდა. "დალევა უყვარს და თავს ვერ აკონტროლებს. როცა ერთხელ ლიმადან მოვფრინავდით, მკითხა, შეიძლებოდა თუ არა ერთი ბოთლი ლუდის დალევა. უარი ვუთხარი". "მიუხედავად ამისა, შემდეგ სხვები მოვიდნენ და რომელიღაცამ ვისკის ბოთლი გახსნა. ვიცოდი, რომ ამაში ვიდალიც იყო გარეული", - დასძინა ჩილეს ნაკრების ექს-თავკაცმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის