სპორტი
ნასრის ემოციური განცხადება:

ნასრის ემოციური განცხადება: "ვკვდებოდი, მაგრამ არავინ დამეხმარა"

"ანთალიასპორის" ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ავადმყოფობის დროს შეიცვალა. "ორი აზრი არაა, რომ ფეხბურთი - ფარისევლების სამყაროა, მაგრამ მე საკუთარ თავს შემიძლია სარკეში შევხედო. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ქედმაღალი და ამაყი ვარ, მაგრამ უბრალოდ გახსნილი პიროვნება გახლავართ. თუ მე თქვენ მომწონხართ, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ თქვენ არ მოგწონვართ, არც ესაა პრობლემა. ადრე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არაა. "მარსელში" გატარებული ბოლო წელიწადს 12 დღე საავადმყოფოში მენინგიტიანმა გავატარე. მაშინ ხალხის მეორე მხარე დავინახე. როდესაც მარსელის პატარა პრინცი ვიყავი, ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი, ყველა ჩემს გვერდით იყო, მაგრამ როდესაც 12 დღე ავად ვიყავი, შეიძლება მოვმკვდარიყავი, ყველა გაქრა. ჟურნალისტებზეც იგივეს ვიტყვი. ახლა სწორედ ასეთი პირდაპირი და გახსნილი ვარ - თუ მოგწონთ ეს ძალიან კარგი, თუ არადა, ცუდია", - განაცხადა 30 წლის ფრანგმა. ნასრი მარსელის "ოლიმპიკის" აღზრდილია და პირველ გუნდში 2004-08 წლებში ირიცხებოდა. მან ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 86 თამაშში 18 გოლი გაიტანა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის