სპორტი
რომას ნაპოლისთან კარსდორპი და სტროტმანი დააკლდება

რომას ნაპოლისთან კარსდორპი და სტროტმანი დააკლდება

"რომას" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში, შინ "ნაპოლის" წინააღმდეგ, ორი ჰოლანდილი ლეგიონერი ვერ დაეხმარება. იტალიური პრესის ინფორმაციით, კევინ სტროტმანსა და რიკ კარსდორპს მცირე დაზიანება აქვთ, ამიტომაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, გარისკვას არ აპირებს. რომაულ კლუბს რამდენიმე დღეში ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს ჩატარებული, ამიტომაც კევინისა და რიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია. შაბათს "რომას" კიდევ რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება: სტეფან ელ შაარავი, ემერსონი, გრეგორი დეფრელი და პატრიკ შიკი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის