სპორტი
რანიერის კონტეს იტალიის ნაკრებში დაბრუნების არ სჯერა

რანიერის კონტეს იტალიის ნაკრებში დაბრუნების არ სჯერა

"ნანტის" მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი, მიიჩნევს, რომ ანტონიო კონტე ეროვნულ ნაკრებში არ დაბრუნდება. "პრემიერ ლიგა მსოფლიოში უძლიერესი ჩემპიონატია და ეჭვი მეპარება, რომ ანტონიოს სალხში დაბრუნება სურდეს. შესაძლოა, ის სატრანსფერო ბაზარზე სხვა რამეს ელოდა, მაგრამ ბოლო წლებში რომან აბრამოვიჩი მოთამაშეებში დიდ თანხებს არ იხდის. "მანჩესტერ სიტიმ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე დიდი ტრანსფერი გაჩარხეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ კონტეს "ჩელსისთან" ერთად ერთი შემადგენლობით რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა გაუჭირდება", - აღნიშნა რანიერიმ. ანტონიო კონტემ "სკუადრა აძურა" ევრო 2016-ს შემდეგ დატოვა და "ჩელსი" ჩაიბარა, რომელსაც სადებიუტო სეზონშივე პრემიერ ლიგა მოაგებინა. თუმცა პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტეს კლუბის მესვეურებთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს და ლონდონის დატოვება სურს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის