სპორტი
მონაკოს ვიდე-პრეზიდენტი:

მონაკოს ვიდე-პრეზიდენტი: "სავარაუდოდ, ლემარი გაისად წავა"

"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილევი, აცხადებს, რომ მომდევნო ზაფხულს გუნდი შესაძლოა კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვოს. "ლემარის გადაბირებით "ლივერპული" იყო დაინტერესებული, "არსენალი" კი ტრანსფერის გაფორმებასთან იყო ახლოს, თანაც საკმაოდ ახლოს. თუმცა უკვე ძალიან დაგვიანდა, შეთანხმების გასაფორმებლად დრო აღარ იყო დარჩენილი. ძალიან მიხარია, რომ ის "მონაკოში" დარჩა. ლემარისნაირი მოთამაშე ნამდვილად გვჭირდება. ის გუნდისათვის ძალიან ფასეული ფიგურაა. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო ზაფხულს, ვინაიდან ფეხბურთში გარანტირებული არაფერია. ვფიქრობ, ლემარს გაისად გუნდიდან წასვლის კარგი შანსები აქვს. ზამთარზე კი ვეჭვობ, ვინაიდან ლემარის შუა სეზონში გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის", - აღნიშნა ვასილევმა. 21 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და საფრანგეთის ნაკრებშიც მოიპოვა ხშირი სათამაშო პრაქტიკა. მისი კონტრაქტი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან 2020 წლამდეა გათვლილი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის