სპორტი
პელეგრინიმ შესაძლოა ჩილეს ნაკრები ჩაიბაროს

პელეგრინიმ შესაძლოა ჩილეს ნაკრები ჩაიბაროს

გამოცდილმა ჩილელმა სპეციალისტმა, მანუელ პელეგრინიმ, შესაძლოა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. ჩილეს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება სენსაციურად ვერ მოიპოვა და ამის შედეგად მთავარი მწვრთნელის პოსტი ხუან ანტონიო პიციმ დატოვა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, პელეგრინი ჩილეს ეროვნულ გუნდს სიამოვნებით ჩაიბარებს, მაგრამ პრობლემას მისი ამჟამინდელი კლუბი წარმოადგენს - მას ჩინურ "ჰაბეი ფორტუნასთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის გაწყვეტაც მარტივი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ პელეგრინის სანაკრებო დონეზე არასოდეს უმუშავია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის