სხვადასხვა
ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკი აუქციონზე 12.2 ათას დოლარად გაიყიდა

ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკი აუქციონზე 12.2 ათას დოლარად გაიყიდა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკი აუქციონზე 12.2 ათას დოლარად გაიყიდა, - იუწყება RR Auction-ი. ჩერჩილის მოწეული სიგარის ბიჩოკს იმ თვითმფრინავის პილოტი ინახავდა, რომელმაც უინსტონ ჩერჩილი და მისი მეუღლე 1947 წლის 11 მაისს ბრიტანეთის საჰაერო ბაზიდან პარიზამდე გადაიყვანა. სიგარაზე შერჩენილია წითელი-ოქროფერი ეტიკეტიანი წარწერა "La Corona / Winston Churchill". აუქციონზე სიგარა ჩერჩილის ფოტოსთან ერთად იყო გატანილი, რომელიც საჰაერო ხომალდის დაშვების შემდეგაა გადაღებული. ფოტოზე მას სიგარა უჭირავს და მელნიანი კალმით წარწერა აქვს გაკეთებული - "Winston S. Churchill". ჩერჩილის სიგარის ბიჩოკის შემძენი ფლორიდის შტატში ცხოვრობს, მისი ვინაობა არ სახელდება.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის