მსოფლიო
ჰონკონგი ტაიფუნის მოლოდინში - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ჰონკონგი ტაიფუნის მოლოდინში - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ჰონკონგში ტაიფუნი „ჰანუნის“ მოახლოების გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამ დროისთვის ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის საშუალო სიჩქარე 63 კ/სთ-ს აღწევს. ტაიფუნი ჰონ-კონგიდან 220 კილომეტრშია.

მეტეოროლოგები მოსახლეობას ურჩევენ სახლებიდან არ გავიდნენ და მაგრად ჩაკეტონ ფანჯრები და კარები, სახლიდან გაიტანონ ძვირფასეულობა და თუკი შესაძლებელია ავეჯიც.

მოსალოდნელი შტორმის გამო შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი, შეჩერებული და გადადებულია ავიარესები. საფრთხის გამო დაიკეტა რამდენიმე ტურისტული ობიექტიც.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის