სპორტი
ინძაგი:

ინძაგი: "ლაციომ ისტორია დაწერა"

რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ტურინში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება შეაფასა. "ეს არის შედეგი, რომელიც კლუბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება. ბიჭებს შესვენების დროს ვუთხარი, რომ შეტევების ბოლო ფაზაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ და ბურთი მეტოქის საჯარიმომდე უკეთ მივიტანოთ. კარგად ვთამაშობდით, მაგრამ წარმატების მისაღწევად მეტი სითამამე და ზეწოლის გარეშე თამაში იყო საჭირო. ახლა აშკარაა, რომ ამ "ლაციოზე" ბევრს ისაუბრებენ, ვინაიდან ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. ბიჭები მხოლო ქების ღირსი არიან, ვინაიდან ჩვენ მათი წყალობით ისტორია დავწერეთ", - განაცხადა ინძაგიმ. "არწივებმა" "იუვენტუსის" 41 მატჩიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია შეწყვიტეს და ტურინში ჩირო იმობილეს დუბლით 2:1 იმარჯვეს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის