საზოგადოება
ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი თბილისში გადმოიყვანეს

ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი თბილისში გადმოიყვანეს

შეირაღებული თავდასხმა ზუგდიდში – გუშინ ბიზნესმენ ლევან ქუჩულორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. ოჯახის წევრების მოთხოვნით, დაჭრილი მამაკაცი თბილისში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს.

ქუჩულორიას წუხელ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ცნობილია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის