მსოფლიო
ISIS-ის დედაქალაქად წოდებული რაკკა, მიწასთანაა გასწორებული

ISIS-ის დედაქალაქად წოდებული რაკკა, მიწასთანაა გასწორებული

სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი რაკკა, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, (ISIS) 2014 წლის იანვარში დაიპყრო და ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადა, 18 ოქტომბერს, აშშ-ს კოალიციის მმიერ ხარდაჭერილმა სირიელმა ქურთებმა, ტეროისტებისაგან სრულად გაანთავისუფლეს.
ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლმა სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) ქურთმა მეომრებმა, 102 დღიანი შეუპოვარი, სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად და ათეულობით მეომრის სიცოცხლის ფასად, ხალიფატის დედაქალაქად წოდებული რაკკა დაიკავეს.
6 ივლისს დაწყებული რაკკას განთავისუფლების ოპერაციის დროს, აშშ-ს კოალიციის და რუსული ავიაციის მიერ, ქალაქში გამაგრებულ ტერორისტებზე 3829 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რასაც ათასობით ტერორისტთან ერთად – 1873 სამოქალაქო პირიც ემსხვერპლა, ხოლო იძულებით ადგილნაცვალთა რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა.
რაკკას აღების ოპერაციის მანძილზე 90-ზე მეტი თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი განხორციელა. დაინგრა 8 საავადმყოფო, 29 მეჩეთი, 40 სკოლა, 5 უნივერსიტეტი და 4 ხიდი და ასეულობით საცხოვრებელი სახლი. პრაქტიკულად ქალაქის 90%-ი მიწასთანაა გასწორებული.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის