სპორტი
სიმეონე:

სიმეონე: "მჯერა, რომ ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე იბრძოლებს"

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკომ" "ყარაბახს" ვერ მოუგო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდელთა არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ გააკეთა. "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ ხვალ კვლავ ამ გუნდში ვიქნები და ერთად ვიმუშავებთ, რათა შეცდომები გამოვასწოროთ. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მეორე ტაიმი კი ჩაგვივარდა და სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. მე მჯერა ჩემი გუნდის და მჯერა იმის, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩებში ბოლომდე იბრძოლებენ. კონტრაქტი 3 თვის წინ გავახანგრძლივე და ვიცი, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემზე", - აცხადებს სიმეონე.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის