სპორტი
ემერი პსჟ-ს შემტევებით კმაყოფილია

ემერი პსჟ-ს შემტევებით კმაყოფილია

"ანერლეხტთან" მოგებული 4:0 მატჩის შემდეგ, "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა იუნაი ემერიმ თავისი გუნდის შემტევები შეაქო. "აშკარაა, რომ გუნდი ყოველ თამაშში ვითარდება. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროგრესი არ უნდა შევაჩეროთ და ასე გავაგრძელოთ. საწყის წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, ანდერლეხტი აგრესიულად გვიტევდა, თუმცა პსჟ-ს შემტევებმა თავისი საქმე იდეალურად გააკეთეს და სასურველი ანგარიში დააფიქსირეს. ზოგადად კი კმაყოფილი ვარ როგორც გუნდის შეტევით, ისე დაცვით. ანდერლეხტთან დაცვა კარგი იყო, თუმცა გვიმართლებდა კიდეც", - აცხადებს ემერი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის