სპორტი
რომას მწვრთნელი:

რომას მწვრთნელი: "მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით"

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ "ჩელსისთან" გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა. "ჯეკო იმისთვისაა დაბადებული, რომ გოლები გაიტანოს. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი თავდამსხმელია. დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა შეტევაში ორმაგად კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მოგებას ვიმსახურებდით. ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის ჩემპიონატში გასამართი ყველა მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ფაქტია, ნაპოლისთან დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ ჩელსისთან გამოვასწორეთ", - აცხადებს რომაელთა თავკაცი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის