პოლიტიკა
 ხათუნა ლაგაზიძე: „კალაძე შეიძლება იქცეს განტევების ვაცადაც და „ქართული ოცნების“ წარმატების  სიმბოლოდაც“

ხათუნა ლაგაზიძე: „კალაძე შეიძლება იქცეს განტევების ვაცადაც და „ქართული ოცნების“ წარმატების სიმბოლოდაც“

წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული და კანდიდატებმა საკუთარი თავის გამოვლენაც შეძლეს ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ მაინც რჩება განცდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს პოლიტიკოსები განიხილავენ როგორც ტრამპლინს, მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს მომენტი ხომ არ აკნინებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას, როგორ დალაგდება და გადალაგდება პოლიტიკური ფიგურები ამ მეტად მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე აფასებს.მთელი წინასაარჩევნო კამპანიისას, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში, პოლიტიკური სუბიექტების თუ კანდიდატების წინასაარჩევნო ბრძოლების მიღმა იკითხება, რომ გადამწყვეტი ომი არა რამდენიმე დღეში, არამედ 2020 წლისთვის გველის. ეს ტენდენცია ხომ არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია?-ვერ ვიტყოდი, რომ ამ არჩევნებს მონაწილეები, მერობის კანდიდატები ან პოლიტიკური სუბიექტები ნაკლებად მნიშვნელოვან დატვირთვას ანიჭებენ; უფრო მეტიც, რაც არჩევნები მახსოვს, კანდიდატები ყველაზე კარგად არიან მომზადებული, ყველაზე კვალიფიციურად და პასუხისმგებლიანად და, სხვათა შორის, არა ერთ რომელიმე კანდიდატზეა საუბარი.ანუ, ეს არის არჩევნები, სადაც ყველაზე ნაკლები ადგილი ეთმობა პოპულიზმს, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, და ყველაზე მეტი - კონკრეტულ ხედვებს.თავს არ... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის