პოლიტიკა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა

თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წინა შემადგენლობის წევრი თამარ ალანია, საბჭოს წევრთა სრული მხარდაჭერით, მოსამართლის მანტიას უვადოდ მოირგებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება, იუსტიციის საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

საბჭომ, იუსტიციის საბჭოს ძველი შემადგენლობის კიდევ ერთი წევრი, მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 11 ხმით უვადოდ გაამწესა.

უვადოდ გამწესდა, 10 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილიც.

დღეს საბჭო უვადოდ განმწესების მსურველ 38 მსურველს უყარეს კენჭს.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის