სპორტი
დე ბრუინმა პრემიერ ლიგის მოგების 2 ფავორიტი დაასახელა

დე ბრუინმა პრემიერ ლიგის მოგების 2 ფავორიტი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი ფიქრობს, რომ 2017-2018 წლების სეზონში, პრემიერ ლიგაში მანჩესტერული გუნდები იქნებიან ფავორიტები. ამ ეტაპისთვის, "სიტის" 22 ქულა აქვს, "იუნაიტედს" კი 20. "ჩელსი" მხოლოდ მე-5 პოზიციაზეა, 13 ქულით. "არიან თუ არა ფავორიტები "სიტი" და "იუნაიტედი"? ამ მომენტისთვის, ასე ვფიქრობ. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია, რადგან ეს მხოლოდ სეზონის საწყისი ეტაპია. თუ 2-3 თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ, უმალვე გადავარდები ცხრილის ქვედა საფეხურებზე", - ამბობს დე ბრუინი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის