პოლიტიკა
დღეს არჩევნებია - მოსახლეობა 64 მერს აირჩევს

დღეს არჩევნებია - მოსახლეობა 64 მერს აირჩევს

მერის არჩევნებში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას.საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს  25-ე დღისა ტარდება და მას ცეესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა არჩევის წესს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო საკრებულოებში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ს მიიღებენ.21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის