სპორტი
რის ხარჯზე გაიქაჩა ჰარი კეინი? - სტატისტიკა

რის ხარჯზე გაიქაჩა ჰარი კეინი? - სტატისტიკა

ცოტა ხნის წინ, გვარდიოლამ და პოჩეტინომ ერთმანეთში მინი-სკანდალი მოაწყვეს, არგენტინელმა ესპანელი უპატივცემულობაში დაადანაშულა. ამ ყველაფრის მიზეზი პეპის სიტყვები იყო, რომელმაც "ტოტენჰემს" ჰარი კეინის გუნდი უწოდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფორვარდი არა მხოლოდ გვარდიოლას მოჰყავს აღტაცებაში. "ვესტ ჰემელმა" მარკ ნობლმა ივარაუდა, რომ კეინი უკვე ღირს 100 მილიონ ფუნტზე მეტი. ლიტვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა განაცხადა, რომ ჰარის შეჩერების ერთადერთი გზა მისი სტადიონზე არ შეშვებაა (აღსანიშნავია, რომ გოლი ბალტიისპირელებს სწორედ კეინმა გაუტანა). ესპანეთის თავკაცი ხულენ ლოპეტეგი კი პირდაპირ აცხადებს, რომ მას შურს გარეტ საუტგეიტის, რადგან ინგლისელი სპეციალისტისგან განსხვავებით, მას არ ჰყავს გუნდში კეინი. ყველაზე ამომწურავად ბრიტანელი ბომბარდირის თამაში სლავენ ბილიჩმა აღწერა: კეინის წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველი თამაშობდა. მათ თითქოს კარგი შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა ინგლისელმა მაინც შეძლო ძალიან მარტივად ორი გოლის გატანა. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მსგავსი რამ ყოველ უიქ-ენდზე მეორდება. თავისი სასწაული შედეგიანობით, კეინი მართლაც ავიდა არაამქვეყნიურად მაღალ დონეზე. 2017 წელს მან 32 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი პრემიერლიგის 9 გუნდის გასული სეზონის შედეგზე შთამბეჭდავია. ხუთი წამყვანი ჩემპიონატის მოთამაშეებიდან ინგლისელს მხოლოდ მესიმ აჯობა. წელს კეინმა კიდევ უფრო დიდი პროგრესი განიცადა და მარცხენა ფეხით თამაშიც დახვეწა. მისი გოლების ნახევარზე ოდნავ ნაკლები სწორედ მარცხენათია შეგდებული. გასულ სეზონებში ეს მაჩენებელი 23%-ს არ აღემატებოდა. თავისი ახალი იარაღით ინგლისელი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა საჯარიმოში. ამის გარდა, წლევანდელ სეზონში კეინი უკეთ იყენებს ფლანგებიდან შექმნილ მომენტებს და ზოგადად უფრო მეტჯერ არტყამს კარში. ადრე ეს მაჩვენებელი ერთ თამაშში საშუალოდ 3.7-ს უდრიდა, ახლა 6.3-ია. ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტორი კეინის პროგრესში არის ფიზიკური ფორმა. გადატვირთული გრაფიკის გამო ინგლისელმა დაიქირავა შეფ-მზარეული, რომელმაც ჰარის საჭმლის მიღების მაქსიმალურად ზუსტი და სწორი გეგმა შეუდგინა. ჯანმრთელმა კვებამ კეინის კონდიციებზე ძალიან მალე იმოქმედა დადებითად. დეკემბერში მე გავიცანი ადამიანი, რომელმაც ამიხსნა თუ რის მიღწევას შევძლებდი იმ შემთხვევაში, თუ სწორი რეჟიმით მივიღებდი საჭმელს. აქამდე მსგავს თემებზე არ მიფიქრია, თუმცა ფაქტია, რომ ჯანმრთელი კვება ტრავმების მოშუშებასა და ფორმის აღდგენაში მნიშვნელოვნად მეხმარება. ჰარი მხოლოდ 24 წლის არის, თუმცა ის უკვე ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად. ესეთი ტემპებით კეინი მალე უფრო მაღალ საფეხურზეც ავა. რამდენიმე წლის წინ ინგლისელის წარმატების არავის სჯეროდა და მას ერთი სეზონის ფორვარდად მოიხსენიბდნენ, ახლა ის თავისი შედეგებით სუპერვარვსკვლავებს არაფერს უთმობს და ტოპ-მცველების გამწარებაში უკონკურენტო ხდება. იხილეთ კეინის საუკეთესო ეპიზოდები ბრაუზერს არ აქვს ვიდეოს მხარდაჭერა
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის