სამართალი
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის საქმე - ადვოკატი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის საქმე - ადვოკატი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნუცუბიძის ფერდობზე დაკავების დროს გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის საქმის მასალის გასაცნობად, პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე მიმართავს.
ადვოკატი გარდაცვლილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ლევან ვეფხვაძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება.ვეფხვაძის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობა და კითხვის ნიშნები არსებობს. ადვოკატის განცხადებით, გაუგებარია პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს სამხრე კამერების ჩანაწერები. უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურის განცხადება შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამორიცხავს.

„მთავარი მომენტი არის ის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობის მომენტიდან, სანამ დადგა ფატალური შედეგი, მანამდე უნდა არსებობდეს გადაღებული კადრები. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ასეთი კადრები, მათ შორის ცუდად გახდომის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქმისთვის და პროკურატურა აცხადებს, რომ არ არსებობს. ვიცი ბრალეულობა იკვეთება და რატომ არ არსებობს, ამას გავიგებთ მას შემდეგ, როდესაც გავეცნობით საქმის მასალებს და იმედია, მოგვცემს პროკურატურა იმის საშუალებას, რომ გავეცნოთ მასალებს,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი, საგამოძიებო უწყებისგან საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქმეზე ძიება სამსახურეობრივი გულგრილობით უნდა დაიწყოს.

ადვოკატი კანონით პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია აწარმოოს ვიდეო გადაღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სამართალდარღვევას, მითუმეტეს დაკავებას.

ვეფხვაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს სამხრე კამერა, არსებობს ავტომობილზე ვიდეო თვალი, რომლითაც უნდა მოხდეს პროცესის დაფიქსირება.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის