პოლიტიკა
პოლიციელი, ადვოკატი და პატიმარი

პოლიციელი, ადვოკატი და პატიმარი

4 წლი და 6 თვე - მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განაჩენით ასე განესაზღვა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსანს, გოგა ონიანს თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ონიანი 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო. ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.პროკურატურა ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ონიანმა ამავე სცენარით დააკავა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად „დიჯეი რემბო“. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს მსჯავრდებულ ონიანის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, რომლის განმარტებით, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. მისი თქმით, სასამართლოს ობიექტურად რომ განეხილა ყველა მტკიცებულება, შეუძლებელი იყო გამამატყუნებელი განაჩენის... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის