მსოფლიო
საუდის არაბეთის პრინცი დაკავებისას მოკლეს

საუდის არაბეთის პრინცი დაკავებისას მოკლეს

საუდის არაბეთის პრინცი აბდულ-აზიზ ბინ ფაჰდი დაკავებისას მოკლეს. ამის შესახებ წერს გამოცემა “Daily Mail”-ი.
აბდულ-აზიზ ბინ ფაჰდი არის საუდის არაბეთის აწ გარდაცვლილი მეფის ფაჰდი იბნ აბდულაზიზ ალ საუდის მეექვსე ნაბოლარა შვილი.
სხვადასხვა დროს პრინცი იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.
წინასწარი მონაცემებით, იგი გარდაიცვალა დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად 5 ნოემბერს. მან დააპირა ცეცხლსასროლი იარაღით გაეწია წინააღმდეგობა, თუმცა უშედეგოდ.
5 ნოემბერს საუდის არაბეთში განხორციელდა მაღალი ეშელონის ჩინოვნიკთა ფართომასშტაბიანი დაკავებების სერია. კერძოდ, დაპატიმრებულია 11 პრინცი. მათ ბრალად ედებათ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის