სპორტი
ბორჯღალოსნები შევარდენზე’ შეიკრიბნენ

ბორჯღალოსნები შევარდენზე’ შეიკრიბნენ

11 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებს იწყებს. მილტონ ჰეიგის გუნდის პირველი მეტოქე კანადის ნაკრეაბია. "ბორჯღალოსნები" თბილისში უკვე შეიკრიბნენ და ამ მატჩსთვის მზადება "შევარდენზე" დაიწყეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამჟამად 32 მოთამაშეა. ტრავმების გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად მწვრთნელებმა ლაშა ტაბიძეს, ხოლო მესამეხაზელი ოთარ გიორგაძის ნაცვლად გიორგი ცუცქირიძეს უხმეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და კანადის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის