პოლიტიკა
ლექვინაძე: მადლობა გუნდს შეთავაზებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ შესვენება მნიშვნელოვანია

ლექვინაძე: მადლობა გუნდს შეთავაზებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ შესვენება მნიშვნელოვანია

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც იგი აღნიშნავს, ამ ეტაპზე გუნდის მხრიდან მიღებული შეთავაზების მიუხედავად შესვენებას ამჯობინებს, თუმცა რჩება გუნდში.

"დასრულდა ჩემი 32 თვიანი მუშაობის პერიოდი თბილისის მერიაში. ეს იყო გამოწვევებით, პრობლემებით და საინტერესო პროექტებით დატვირთული პერიოდი.

მინდა მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას, ბრწყინვალე ადამიანს, მეგობარს და პროფესიონალს, დახარჯული შრომისთვის, მოთმინებისთვის და გვერდით დგომისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა თბილისელს მიუეხედავად იმისა იყო ჩვენი მხარდამჭერი თუ ოპონენტი, მათი მოქმედება, მოსაზრება, მხარდაჭერა, კრიტიკა, ყოველთვის დიდი სტიმული იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო წინა მოწვევის საკრებულოს ყველა წევრს ბატონ გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი ყოველთვის გვაძლიერებდა, ოპონენტებთან დისკუსია კი ყოველთვის საინტერესო იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, მთავრობის წევრებს, დეპარტამენტების და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს, მერიის ყველა თანამშრომელს, სპეციალისტებს, ჩემს ბრწყინვალე აპარატს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ხელმძღვანელობიდან დაწყებული ავტობუსის მძღოლებით და მეტროს მემანქანეებით დამთავრებული. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა და ცხოვრებისეული გამოცდილება გამიმდიდრა.

დიდი მადლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფო უწყებას, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათთან ერთად და მათი მხარდაჭერით შევძელით რიგი საინტერესო პროექტების განხორცილება.

განსაკუთრებული მადლობა ქართული მედიას და ჟურნალისტებს, მიუხედავად ბევრი კრიტიკისა ჩვენ ყოველთვის ფორმაში გვამყოფებდნენ და გვერდში გვედგნენ. შეძლებისდაგვარად ვცდილობდი უპასუხოდ არ დამეტოვებინა არც ერთი რთული შეკითხვა

მადლობა ჩემს მშობლებს და ოჯახის წევრებს მოთმინებისთვის, რადგან მერიის მიმართ გამოქთმულ მცირე შენიშვნასაც განიცდიდნენ. მადლობა ჩემს მეგობრებს და უახლოეს ადამიანებს გვედში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

ასევე მინდა წარმატება ვუსურვო ბ-ნ კახი კალაძეს ახალ გუნდთან ერთად, წარმოდგენილია ძალიან საინტერესო პროგრამა და კომპეტენტური გუნდი, რომელმაც თბილისი კიდევ უფრო საინტერესო უნდა გახადოს.

მიუხედავად გარკვეული პაუზისა ვრჩები გუნდის მხარდამჭერად და გულშემატკივრად. დიდი მადლობა იმ წინადადებისთვის და შეთავაზებისთვის რომელიც მივიღე, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი რომ მცირე შესვენება მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის უკეთ გაკეთება ყოველთვის შეიძლება, ჩვენი გუნდი გულწრფელად და მაღალი მოტივაციით ცდილობდა ეპასუხა ყველა გამოწვევისთვის!

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის