პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: სამინისტროების შეკვეცის შესაძლებლობა კიდევ არსებობს!

ზურაბ ჯაფარიძე: სამინისტროების შეკვეცის შესაძლებლობა კიდევ არსებობს!

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ სამინისტროების რაოდენობა კიდევ შეიკვეცოს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის რესტრუქტურიზაციის შეფასებისას განუცხადა, ეკონომიკური პროფილის სამინისტროები ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ უნდა გერთიანდეს, ხოლო სამინისტროები ერთ სამინისტროდ ჩამოყალიბდეს.

"სინამდვილეში სამინისტროების სახელწოდებებს ხომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს?! თავიდან როგორც გამოჟონა ინფორმაციამ, გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდებოდა. შემდეგ რაღაც პარტიული დაპირისპირება იყო, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი იყო მისული და მისი მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტრო სიმბოლურად შენარჩუნდა, მას დაერქვა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, რათა იმ ადამიანების ემოციები ჩაეწყნარებინათ, რომლებიც გარემოს დაცვის თემაზე განსაკუთრებით ღელავენ. სახელწოდებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რა ფუნქციები დარჩება. თუმცა, არის რაღაცები მას ახსნაც კი არ აქვს. რატომ რჩება სოფლის მეურნეობა საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია. მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო უერთდება ეკონომიკის სამინისტროს. რატომღაც ჩაითვალა, რომ ენერგეტიკა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

არც ენერგეტიკის სამინისტრო და არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ არის საჭირო. ისე, როგორც მაგალითად არ გვაქვს ტრანსპორტის სამინისტრო. ეს ყველაფერი ხომ ეკონომიკის მიმართულებებია. რაღაც ნაწილზე გვაქვს ცალკე სამინისტრო და რაღაც ნაწილზე - არა. ეს ყველა შეიძლება გაერთიანდეს ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. ისევე, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო. რატომ უნდა იყოს ცალკე, როცა მისი შინაარსი არის ეკონომიკური?!

ან სასჯელაღსრულების სამინისტრო რატომ უნდა იყოს ცალკე?! თავიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ უნდა გერთიანებულიყო იუსტიციის სამინისტროსთან, მაგრამ როგორც ჩანს გადაწყვეტეს, რომ ჯერ არ მოხდება მათი გაერთიანება. ან ხასიათის სამინისტროები - განათლების იქნება, ჯანდაცვის თუ დევნილთა სამინისტრო. ეს სამინისტროები არის იმისთვის, რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი სიღარიბის გამო არ შეუძლიათ განათლების მიღება, ან ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსება. კარგი იქნება ყველა ერთად გაერთიანდეს და დაერქვას დაცვის ან სიღარიბის დაძლევის სამინისტრო. ანუ შესაძლებელია, რომ სამინისტროების შეკვეცა კიდევ უფრო მოხდეს. მაგრამ, რატომ აარჩიეს ეს მიმართულებები და რატომ არ აარჩიეს სხვები, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მათ შორის რატომ დატოვეს კულტურის სამინისტრო სპორტთან ერთად, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ მგონია, რომ კულტურას ან სპორტს სამინისტრო სჭირდებოდეს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "აიპრესთან".

შეგახსენებთ, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის