სპორტი
VIDEO: ქართული მარშის წევრები ქუთაისში სტადიონზე შეიჭრნენ

VIDEO: ქართული მარშის წევრები ქუთაისში სტადიონზე შეიჭრნენ

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა. მცირე ინციდენტი იყო შეხვედრის დაწყების წინ. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ქართული მარშის წევრები გამოჩნდნენ, რასაც არეულობა მოჰყვა. მათი გამოჩენისთანავე, სამართალდამცავებმა სტადიონის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს და ის ხალხიც გარეთ დატოვეს, რომლებიც უბრალოდ მატჩის საყურებლად იყვნენ მისულები. შემდეგ, ძალის გამოყენებით ბილეთების მქონე ფანებმა ერთ-ერთ კარებში შეაღწიეს და სტადიონზე შევიდნენ. კადრებს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის