მსოფლიო
სლოვენიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

სლოვენიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სლოვენიაში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა,  ბორუტ პაჰორმა გაიმარჯვა. სლოვენიის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმების 99,89%-ი უკვე დათვლილია და აქედან პაჰორმა ხმების 52,94%-ი მიიღო. არაოფიციალური მონაცემებით მეორე კანდიდატმა ქალაქ, კამნიკის მერმა, მარიან შარეცმა  კი ხმების 47,06% მიიღო. სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,74% შეადგინა. საარჩევნო კომისიის მიერე არაოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ, პაჰორმა დედაქალაქ, ლუბლიანაში სიტყვით გამოვიდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.  სლოვენიაში,  პრეზიდენტს მოსახლეობა ხუთი წლის ვადით ირჩევს.
წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის