საზოგადოება
ევროკავშირმა გადაწყვიტა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ახალი სტრუქტურის შექმნა

ევროკავშირმა გადაწყვიტა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ახალი სტრუქტურის შექმნა

ევროკავშირის 23 ქვეყნის წარმომადგენელმა 13 ნოემბერს ბრიუსელში ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში “მუდმივი სტრუქტურიზებული თანამშრომლობის შესახებ”. დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა და ითვალისწინებს ახალი სტრუქტურის (PESCO) შექმნას. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “PESCO” ევროკავშირის ქვეყნებს მისცემს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ახალი სტრუქტურა ითვალისწინებს თავდაცვის ერთობლივი პოტენციალის განვითარებას, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ხელს შეუწყობს შეიარაღებული ძალების ოპერატულ მზადყოფნას.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის