ეკონომიკა
Wizz Air-ს თანამედროვე თვითმფრინავები საწვავის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს

Wizz Air-ს თანამედროვე თვითმფრინავები საწვავის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს


Wizz Air-ი საკუთარი ავიაპარკის თანამედროვე საფრენი აპარატებით აღჭურვას აგრძელებს, რაც კომპანიას საწვავის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს.
„საწვავის კუთხით ეფექტური და თანამედროვე ეარბას A320 და A321-ის საშუალებით, კომპანიამ კონკურენტებს შორის საწვავის მოხმარების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. საწვავის ფასის ზრდა Wizz Air-ი კონკურენტუნარიან უპირატესობას მიანიჭებს. Wizz Air-ი მიზნად ისახავს დაბალი ფასების შენარჩუნებას, რაც მას ნებისმიერ სხვა ავიაკომპანიასთან შედარებით, უფრო სწრაფი და ეფექტური ადაპტირების საშუალებას მისცემს.

Wizz Air-ი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ULCC ბიზნეს მოდელის პრინციპების შედეგად იქცა, რაც ხელმისაწვდომი მგზავრობის შესაძლებლობების შექმნას და ქსელის მუდმივ გაფართოებას გულისხმობს. დღეს ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 550 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და შუა აღმოსავლეთის 43 ქვეყნის 144 ქალქს.

Wizz Air-ის წარმატება წარმოუდგენელია Wizz Air-ის გუნდის გარეშე, რომელიც დაახლოებით 3,300 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება და რომელიც 2017 წელს მომხმარებლებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას 28 ბაზაზე, 15 ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. ამასთან, ავიაკომპანიის თანამედროვე და ეფექტური ფლოტი ყველაზე ახალგაზრდაა ევროპაში, რაც Wizz Air-ის ბიზნესის ძირითადი აქტივია და რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას, გაზარდოს ყოველდღიური სერვისები და, ამავდროულად, ყველაზე დაბალი ტარიფები შეინარჩუნოს.

Wizz Air-ის მუდმივი განვითარება და შესანიშნავი მომსახურება აღიარებული იქნა პრესტიჟული გლობალური ჯილდოებით. Wizz Air-ი დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. Wizz Air-ი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტი ასოციაციში (IATA), საოპერაციო უსაფრთხოების აუდიტში (IOSA), ავიაკომპანიის უსაფრთხოების აღიარების გლობალურ ქსელში.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის