მსოფლიო
ტერეზა მეი: რუსეთი ცდილობს დასავლეთის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას

ტერეზა მეი: რუსეთი ცდილობს დასავლეთის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. მან დაადანაშაულა მოსკოვი კიბერშპიონაჟსა და არჩევნებში ჩარევის მცდელობაში. ამის შესახებ იტყობინება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).
ლონდონის სიტის (City of London) მერის მიერ გამართულ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ “რუსეთი ცდილობს თავისუფალ საზოგადოებებს ძირი გამოუთხაროს”.
მისი თქმით, მოსკოვი მასმედიაში ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რათა დასავლეთის საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს. “მიუხედავად იმისა, რომ ლონდონს არ სურს რუსეთთან მუდმივი კონფრონტაცია, დიდი ბრიტანეთი მაინც დაიცავს თავის ინტერესებს”,– აღნიშნა ტერეზა მეიმ.
“რუსეთმა არაერთხელ დაარღვია რამდენიმე ევროპული ქვეყნის საჰაერო სივრცე და აწარმოებდა კიბერშპიონაჟის მიზანმიმართულ პოლიტიკას…მაგალითად, აწარმოებდა ჰაკერულ თავდასხმებს დანიის თავდაცვის და ბუნდესტაგის მიმართ…ჩვენ მივმართავ ყველა ზომას, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ქმედებებს…”,– განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის