მსოფლიო
ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 530-მდე გაიზარდა

ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 530-მდე გაიზარდა

ირანისა და ერაყის საზღვართან მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 530-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AP- ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ირანი-ერაყის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 530-მდე გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ამჟამად 7 ათას 460 ადამიანს შეადგენს. შეგახსენებთ, 12 ნოემბერს ირანისა და ერაყის საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისოლოგთა ცნობით, მიწისძვრა 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის