მსოფლიო
ვენესუელის ხელისუფლება სოციალური ქსელების გაკონტროლებას გეგმავს

ვენესუელის ხელისუფლება სოციალური ქსელების გაკონტროლებას გეგმავს

ვენესუელის სატელეკომუნიკაციო ნაციონალური კომისია ტექნოლოგიების განვითარებას ცდილობს, რომელიც სოციალურ ქსელებში "სიძულვილის გაღვივების" წინააღმდეგ იბრძოლებს. როგორც El Universal იტყობინება, ამის შესახებ რესპუბლიკის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ღონისძიებების მიზანია ხელი შეეწყოს ძალადობის, დევნისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილებას, რომელიც სამართალდამცავებსა და პრო-მმართველ აქტივისტებს შორის არსებობს. "ჩვენ აუცილებელ ტექნოლოგიურ მექანიზმებს შევქმნით, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პოლიტიკური და მოძრაობა ქსელის გამოყენებით, როგორც ნიშა, სადაც ის დაუსჯელია", - განაცხადა როდრიგესმა. ამგვარი კომისიის შექმნის შესახებ შესაბამისი კანონი საკონსტიტუციო ასამბლეას ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ წარუდგინა.

ვენესუელაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებები აპრილიდან აგვისტომდე მიმდინარეობდა. აღნიშნულის მიზეზად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ მადუროს უფლებამოსილება გაეზარდა. აპრილის შემდეგ შეტაკებების შედეგად, მინიმუმ ასი ადამიანი დაიღუპა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის