პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც მხოლოდ

ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც მხოლოდ "ოცნების" კანდიდატისთვის აპირებდა მილოცვას, გადაიფიქრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოზურგეთის რაიონის წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაძანტირაძემ თავისი ნათქვამი გადაიფიქრა და ოზურგეთის ახალ მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს გამარჯვება მიულოცა.

"ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას ამ დაძაბულ ბრძოლაში. პატივს ვცემ ყველა იმ ოზურგეთელის არჩევანს, ვინც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს და ამ ბრძოლაში.
გამარჯვებულებს ვუსურვებ გამართლებოდეთ იმედები. წაგებულებს კი ვუსურვებ გადააბიჯონ წყენას და გვერდში დაუდგნენ საკრებულოს და ახალარჩეულ მერს ოზურგეთის საკეთილდღეოდ. ერთი რამე ფაქტია, რამაც გამახარა ამ პროცესში - გურიაში დემოკრატიას საფრთხე არასდროს დაემუქრება." - წერს ზვიად კვაჭანტირაძე თავის "სოციალურ ქსელში".

მანამდე ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებდა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიულოცავდა ოზურგეთის მერს, თუ ის ქართული ოცნების კანდიდატი იქნებოდა.

"იმ შემთხვევაში მივულოცავ ახალ მერს გამარჯვებას, თუ ეს იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი", - განაცხადა მაშინ ზვიად კვაჭანტირაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის