სპორტი
VIDEO: არგენტინა ნიგერიასთან 2:4 დამარცხდა

VIDEO: არგენტინა ნიგერიასთან 2:4 დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრებმა ნიგერიის ნაკრები მიიღო და 2:4 დამარცხდა. 28-ე წუთზე ანგარიში ევერ ბანეგამ გახსნა, 36-ე წუთზე კი არგენტინელთა უპირატესობა ორამდე სერხიო აგუერომ გაზარდა. 45-ე წუთზე "სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა იჰენაჩომ გაიტანა, 52-ე წუთზე კი "არსენალის" შემტევმა ივობიმ. 54-ე წუთზე ნიგერია წინ ოდოვუმ გაიყვანა, 73-ე წუთზე კი იოვიბიმ დუბლი გაიფორმა. ამრიგად, ნიგერიამ მეტოქე 4:2 დაამარცხა. არგენტინამ შემდეგი 11-ეულით ითამაშა: მარჩეზინი, მასკერანო, ოტამენდი, პეცელა, პერესი, ლო ცელსო, ბანეგა, პავონი, დი მარია, დიბალა, აგუერო ცვლილება: ბელუჩი, ბენედეტო, გომესი, ინსუა, პეროტი, რიხონი
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის