სპორტი
ტონი:

ტონი: "ბაიერნი სწორად მოიქცა, როდესაც ანჩელოტი გაათავისუფლა"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ლუკა ტონიმ, "რეკორდმაისტერის" გადაწყვეტილება შეაფასა და კარლო ანჩელოტის გათავისუფლება გაამართლა. "აშკარა იყო, რომ გასახდელში რაღაც გაფუჭდა. ვფიქრობ, რომ "ბაიერნმა" სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მთავარი მწვრთნელი შეცვალა. ახლა ჰაინკესთან ერთად ყველაფერი კარგად მიდის, გუნდმა გამარჯვებების სერია გამოაცხო და გერმანიის ჩემპიონატში მდგომარეობა გამოასწორა", - განაცხადა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა. მიუნხენურმა კლუბმა გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ოქტომბრის დასაწყისში, სეზონის ცუდი სტარტის შედეგად, გაათავისუფლა და მისი ადგილი იუპ ჰაინკესმა დაიკავა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის