სპორტი
კუადრადომ შესაძლოა სამპდორიასთან მატჩი გამოტოვოს

კუადრადომ შესაძლოა სამპდორიასთან მატჩი გამოტოვოს

ტურინის "იუვენტუსს" იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრაში, სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ, შესაძლოა ხუან კუადრადო დააკლდეს. კუადრადომ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ბანაკში ბარძაყის დაზიანება მიიღო და უახლოეს დღეებში მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით მოუწევს ვარჯიში. მისი თამაში 19 ნოემბერს, გენუაში, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა და სავარაუდოდ, "იუვეს" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, რისკზე არ წავა. 29 წლის სამხრეთ ამერიკელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის