პოლიტიკა
სამადაშვილი: სტრუქტურულმა ცვლილებებმა, შესაძლოა ქვეყანაში მდგომარეობა უარესობისკენ შეცვალოს

სამადაშვილი: სტრუქტურულმა ცვლილებებმა, შესაძლოა ქვეყანაში მდგომარეობა უარესობისკენ შეცვალოს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, მთავრობაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა შესაძლოა ქვეყანაში უარესობისკენ შეცვალოს მდგომარეობა. როგორც სამადაშვილმა გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება და ეკონომიკა არ იზრდება.

"ამ უწყებებზე იყო გათვლილი დაახლოებით 500 მილიონი ლარი 2018 წლის ბიუჯეტში, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დანაზოგზე ამ სამინისტროების გაუქმებით, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ამ თანხიდან რა ნაწილზეა საუბარი.

მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მტკივნეულია ბიუროკრატიული რესურსების შემცირება იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანაში ჩვენი საზოგადოების მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა. ჩვენ წლების მანძილზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ხელონურად გაბერილი შტატებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული ხალხით, ქვეყანა ვერ განვითარდებოდა, ვერც ეკონომიკა განვითარდებოდა.

ჩვენ დღეს ვხედავთ იმას, რომ როდესაც ეკონომიკა არ იზრდება საკმარისი ტემპით, როდესაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, ამ ცვლილებებმა შესაძლოა უარესობისკენ შეცვალოს მდგომარეობა",-აცხადებს სამადაშვილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის