სპორტი
ბაიერნის ყოფილი მოთამაშე:

ბაიერნის ყოფილი მოთამაშე: "დროა რიბერიმ კარიერა დაასრულოს"

მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ჟან-პიერ პაპენი მიიჩნევს, რომ დროა ფრანკ რიბერიმ კარიერა დაასრულოს. "მთავარი პრობლემა ისაა, რომ რიბერი ახლა ტრავმირებულია. 34 წლის ასაკში კი სერიოზული დაზიანების შემდეგ დაბრუნება რთულია. ვფიქრობ, მას გამოჯანმრთელების შემდეგაც ექნება პრობლემები. ჩემი აზრით, რიბერის კარიერის დასასრული გვიახლოვდება და ეს მომდევნო ზაფხულს მოხდება", - განაცხადა პაპენმა. 34 წლის ვეტერანი ფრანგი ვინგერის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გაისად იწურება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის