პოლიტიკა
უგულავა: მთავრობაში ისეთ ვხედავ გადაადგილებებს, სადაც მხოლოდ ერთი ნიშანია - ივანიშვილთან სიახლოვე

უგულავა: მთავრობაში ისეთ ვხედავ გადაადგილებებს, სადაც მხოლოდ ერთი ნიშანია - ივანიშვილთან სიახლოვე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს უაროფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მინისტრების წარდგენა ექსრემიერ ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვით მოხდა. როგორც მან გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, "კრიზისების საბჭო პატიოსანი გვამების დასვენების ადგილად აქციეს მაღალი ხელფასით".

"ჩვენ ვხედავთ ისეთ გადაადგილებებს, სადაც მხოლოდ ერთი ნიშანია და ეს ერთი ნიშანი არ არის პროფესიული, არც პოლიტიკური კარიერა ამა თუ ადამიანის, ეს არის ერთადერთი-ბიძინა ივანიშვილთან სიახლოვე. ბატონ გახარიას საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს შსს-თან და არც პოლიტიკურ მძიმეწონიან ფიგურას ის არ წარმოადგენს, რადგან მას საზოგადოება არ იცნობს.

არანაკლებ გაუგებარი და მიუღებელია ჩემთვის ფინანსთა მინისტრის დანიშვნა, ბატონ ბახტაძეს ვგულისხმობ. შეგახსენებთ, ეს ადამიანი 2013 წლიდან არის საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ის რკინიგზაში წარმატებული ვერ არის. მის შესახებ ჩვენ ვიცით ერთადერთი რამ რომ, 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილნა თქვა, რომ ის არის კარგი ბიჭი",-განაცხადა უგულავამ.

აღარაფერს ვამბობ გაუგებარ კრიზისების საბჭოზე პატიოსანი გვამების დასვენების ადგილად რომ აქციეს მაღალი ხელფასით. ეს საერთოდ გაუგებარი რაღაც იყო",-აცხადებს უგულავა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის