პოლიტიკა
მოსკოვი კვლავაც განაგრძობს ცხინვლისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას

მოსკოვი კვლავაც განაგრძობს ცხინვლისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას

მოსკოვი კვლავაც განაგრძობს ცხინვლისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას. ამის შესახებ განაცხადა 14 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ვითომ პრეზიდენტთან ანატოლი ბიბილოვთან გამართულ მოლაპარაკებას.
პუტინის თქმით, 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა დამტკიცდება უახლოეს დროს. ამისათვის რუსეთი გამოყოფს 7,6 მილიარდ რუბლს, ხოლო შეღავათიანი კრედიტების სპეციალური პაკეტის ღირებულება 1 მილიარდ რუბლზე მეტი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინვესტიციები შეეხება სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას. პუტინმა, ასევე, განაცხადა, რომ ” მთავრობათშორისო კომისიას დაევალა წარმოადგინოს დამატებითი ინიციატივები ექსპორტ-იმპორტის განვითარების საკითხებში”.
ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, “ცხინვალი და მოსკოვი ამზადებენ შეთანხმებას, რომელიც გაამარტივებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებითვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს”. “დღეს ჩვენს სახელმწიფო უწყებებში მიდის მუშაობა კიდევ რამდენიმე სერიოზულ შეთანხმებაზე, რომლებსაც ასევე უახლოეს დროს მოეწერება ხელი”, – დასძინა ბიბილოვმა.
14 ნოემბერს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ვითომ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ჩავიდა ვიზიტით. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Новости”.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის