მსოფლიო
კალიფორნიის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა კალიფორნიის შტატის ქალაქ ჩიკოს დაწყებითი სკოლის შენობაში. ამის შესახებ იუწყება ამერიკული ტელეარხი “KCRA”, რომელიც ეყრდნობა ადგილობრივი პოლიციის უფროსის თანაშემწის ფილ ჯონსტონის ინფორმაციას. მისი თქმით, სროლის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, თავად დამნაშავე კი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე მოსწავლეს ვერტმფრენით ტრანსპორტირება დასჭირდა, სიტუაცია კი ამჟამად შემთხვევის ადგილზე დარეგულირდა.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის