სპორტი
რამოსმა ტრადიცია დაარღვია - პირველად 1927 წლის შემდეგ...

რამოსმა ტრადიცია დაარღვია - პირველად 1927 წლის შემდეგ...

ძალიან საინტერესო, უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა ამხანაგური შეხვედრა რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. მიუხედავად 2-ბურთიანი ჩამორჩენისა, რუსეთის ნაკრებმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრა 3:3 დაასრულა. ესპანელთა მხრიდან დუბლი გაიფორმა სერხიო რამოსმა, რომელმაც ერთ მატჩში ორი პენალტი გაიტანა. რამოსმა ნაკრებში ორი გოლი 2015 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. ზოგადად კი 1927 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ესპანეთის ნაკრებში პენალტი ერთმა ფეხბურთელმა 2-ჯერ გაიტანა. 90 წლის წინ ეს დომინგო ზალდუამ გააკეთა, რომელმაც კოლუმბიას 24-ე და 85-ე წუთებზე გაუტანა პენალტი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის