სპორტი
რონალდინიო კოუტინიოზე:

რონალდინიო კოუტინიოზე: "ის რომ ბარსელონაში გადავიდეს...

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თავის თანამემამულეზე, "ლივერპულის" შემტევზე ფილიპე კოუტინიოზე საუბრობს. "კოუტინიომ რომ ბარსელონაში გადავიდეს, იდეალური გუნდი დადგება. ბედნიერი ვიქნები, თუ მას მალე ბარსელონას მაისურში ვიხილავ. მისი თამაშის სტილი და მოედნის ხედვა ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, კოუტინიო ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალზე წარმატებულ თამაშში დაეხმარება", - აცხადებს რონალდინიო. შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს ყიდვა კატალონიელებს ზაფხულში სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის