მსოფლიო
Toshiba-ს ტელევიზორების წარმოების აქციების 95%-ს ჩინური კომპანია 114 მილიონ დოლარად შეისყიდის

Toshiba-ს ტელევიზორების წარმოების აქციების 95%-ს ჩინური კომპანია 114 მილიონ დოლარად შეისყიდის

იაპონურმა კორპორაციამ Toshiba ტელევიზორების წარმოების გაყიდვის შესახებ განაცხადა. აქციების 95%-ს ჩინური Hisense Group შეიძენს. შეთანხმების ღირებულება 114 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და არაუგვიანეს 2018 წლის თებერვალში დასრულდება. გავრცელებული განცხადების მიხედვით, აქციების გაყიდვა იმიტომ მოხდა, რომ ვიზუალური პროდუქციის სფეროში Toshiba-მ ბიზნესის გაზრდილი კონკურენტუნარიანობის ზომები ვერ დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე კომპანიაში სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება. იაპონური კორპორაცია ამერიკული ქვედანაყოფის Westinghouse Electric-ის ატომური ენერგიის პროექტის გაბანკროტების გამო ფინანსურ კრიზისს განიცდის.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის