მსოფლიო
BBC: სირიაში ავიაიერიშების შედეგად მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა

BBC: სირიაში ავიაიერიშების შედეგად მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ათარიბში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებდნენ, მინიმუმ 53 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში სამი ავიაიერიში განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა - ბაშარ ასადის თუ რუსეთის მოკავშირე ჯარმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. მანამდე, ავიაიერიშების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ათარიბი ე.წ. "დე-ესკალაციის ზონაში" მდებარეობს.

თურქეთის, რუსეთისა და ირანის შეთანხმებების თანახმად, ქალაქში ძალადობა უნდა შემცირდეს. შეგახსენებთ, 9 ივლისს ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ სირიის მეორე უმსხვილესი ქალაქი - მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლდა. მანამდე ისლამისტებისგან ქალაქი რაქა გათავისუფლდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის